Робота для біженців з України
სუ შეფი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სუ შეფი
მომწოდებელი: West Inn Georgia
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"ვესტ ინნ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სუ შეფის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საჭირო პროდუქციის ნაშთის რეგულარული შემოწმება;
** მიღებული პროდუქციის ხარისხისა და შენახვის პირობების მონიტორინგი;
** კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;
** თანამშრომლებისათვის დეტალური ტრენინგის ჩატარება, განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე უსაფრთხოების წესების შესახ;
** დანადგარების ტექნიკური და ვიზუალური მონიტორინგი;
** ჰიგიენური ნორმების დაცვა ჰასპის მოთხოვნის შესაბამისად;
** მუდმივი ზრუნვა კერძების ვიზუალურ მხარესა და ხარისხზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია სამზარეულოში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** კულინარიული პრაქტიკებისა და სამზარეულო ინგრედიენტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს კერძების მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
** გუნდისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.

პირობები: გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@westinngeorgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე