Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Flex App
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
კომპანია "Flex App" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, წერეთლის #116
სამუშაო განაკვეთი: სრული, ჰიბრიდული ან დისტანციური 2 დღე ოფისში (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00).

ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით (ფიქსირებული და საბონუსე სისტემა).

სამუშაოს აღწერა:

** პოტენციური მომხმარებლისათვის, კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების აქტიური შეთავაზება;
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება;
** არსებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** მომხმარებლის დამატებითი საჭიროების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა;
** კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტების და მიმდინარე ცვლილების შესახებ;
** კონკურენტების ფასების და ახალი პროდუქტების მონიტორინგი;
** ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ყოველკვირეული დაგეგმვა და რეპორტის წარმოება;
** ყოველთვიური გეგმით განსაზღვრული შედეგების შესრულება;
** შემოსულ მოთხოვნებზე ხარისხიანი და დროული რეაგირება;

მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** განიხილებიან სტუდენტებიც

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

კომპანია ახალია საქართველოს ბაზარზე მომსახურების სფეროში, ჩვენთან დასაქმებულებს ექნებათ კარიერული ზრდის და განვითარების საშუალება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, (სასურველია ფოტოსურათით) ელფოსტაზე: info@flexapp.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე