Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: დიალოგ კოხტა აპარტს
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი "სასტუმროების პროექტების მართვის" კომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს "დიალოგ კოხტა აპარტს"-ს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, კვების ობიექტზე გამოყენებული ჭურჭლის რეცხვა და შენახვა;
** სამზარეულოს არეალის დალაგება და ინვენტარ - დანადგარების ყოველდღიური დასუფთავება;
** სარეცხი მანქანების მართებული გამოყენება და საწმენდი საშუალებების მარაგის კონტროლი;
** საჭიროებისამებრ სხვადასხვა მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული სერტიფიკატი, კვების ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;
** სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, ბინაში განთავსებას;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ჭურჭლის მრეცხავი);

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე