Робота для біженців з України
საბაჟო სერვისის კლიენტების მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საბაჟო სერვისის კლიენტების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: DHL
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 19 მაისი
DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო სერვისის კლიენტების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** განსაბაჟებელ დაზიანებულ გზავნილებზე რეპორტის მომზადება;
** შიდა პროგრამაში მიმოწერის გახსნა, დაზიანების ამსახველი ფოტომასალის და შესაბამისი ინფორმაციის ასახვა;
** მიმღებთან კომუნიკაციას და მასთან საბაჟო ჭრილში პრობლემური ფაქტის განხილვას;
** საბაჟო საწყობში ზედდებულის გარეშე შემოსული ტვირთის იდენტიფიცირება და საბაჟო პროცედურისთვის მომზადება;
** DHL-ის სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან საქართველოს საგადასახო და საბაჟო რეგულაციების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის მიწოდება;
** განსაბაჟებელ გზავნილებზე დეკლარირების ვადის კონტროლს და ელექტრონულ აღრიცხვას;
** შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება;
** ხელმოწერილი დეკლარაციის შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ლოგისტიკის განხრით, სასურველია საბაჟო-საგადასახადო სპეციალიზაციის მიმართულებით.;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბაჟო გაფორმების მომსახურების ან მომიჯნავე მიმართულებით.;
** საბაჟო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Office, Windows, სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** სიახლის ათვისების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 19 მაისის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე