Робота для біженців з України
რეალიზაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეალიზაციის მენეჯერი
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
შპს "მირა" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის მენეჯერის (ელექტრო სექცია) თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კლიენტის მომსახურება - კონსულტაციის გაწევა, საქონლის გამოწერა, საქონლის გამზადება-გაცემა;
** ინვოისის გამოწერა, რეალიზაციის გატარება პროგრამაში;
** ონლაინ შეკვეთების მიღება, სატელეფონო კონსულტაცია, ინვოისის გაგზავნა;
** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; პროდუქტ (ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა;
** ახალ საქონელზე კოდების და ფასების მითითება;
** შემოსული საქონლის დალაგება მაღაზიაში;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** აუცილებლობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებებისა და პოზიციის შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

მოთხოვნები:

** ელექტრო საქონლის (ელექტრო სადენები, ელექტრო ავტომატები, განათების სისტემები, ელექტრო რელეები, დამიწების მოწყობილობები და ა.შ) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** პროგრამა 1C-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: სრული (დასვენების დღე: კვირა);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.#126.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი საწყის ეტაპზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: info@mira.ge

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.mira.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე