Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 01 მაისი / ბოლო ვადა: 30 მაისი
კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო", აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ნატახტარი - სნოს ქარხანა

ძირითადი ფუნქციები:

** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების გაკეთება და პროდუქციის მიღება;
** სასაწყობე მარაგების კონტროლი და შესაბამისი წესის დაცვით;
** ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
** ფილიალში შესაბამისის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

სამუშაო განრიგი და ანაზღაურება:

** კვირაში - 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
** 09:00-18:00 საათები სამუშაო გრაფიკი;
** ანაზღაურება - 800 ლარი + უზრუნველყოფილი კვება;

აღნიშნულ სფეროში გამოცდილება - არ არის აუცილებელი მოთხოვნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი" - სნო.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 მაისი.

დეგუსტო მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე