Робота для біженців з України
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მაღაზიის გახსნის ორგანიზება გაწერილი სტანდარტის შესაბამისად.
** დასაბრენდი ბანერების, ნავიგაციების, პოს მასალების, სარეკლამო/საკომუნიკაციო მასალების აღრიცხვა-რეპორტინგი.
** სავაჭრო ობიექტების შიდა და გარე დიზაინის/ მარკეტინგული კომუნიკაციების შექმნაში მონაწილეობის მიღება
** მარკეტინგული მასალის ნაშთების რეგულარული კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის გაფორმება.
** ობიექტების ინფორმირება მარკეტინგული სტანდარტების განახლების/ცვლილების შესახებ
** სარეკლამო და საკომუნიკაციო მასალების მართვა;
** აუთსორს მარკეტინგულ კომპანიებთან ურთიერთობა.
** სხვადასხვა დეპარტამენტების მიერ მოთხოვნილ პროექტებში მონაწილეობის მიღება (ვიზუალის დამუშავება დიზაინერთან ერთად)
** მარკეტინგული კამპანიების და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომერციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** პროგრამების ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook;)
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ "მარკეტინგის სპეციალისტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე