Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს გრაფიკული დიზაინერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობებია:

** სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
** სოციალური მედიისთვის პოსტების/ბანერების მომზადება;
** სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;
** ვებ გვერდისათვის საჭირო მასალის მომზადება;
** საბეჭდი ფაილების მომზადება, გადაწყობა, მოდიფიცირება;
** დიზაინების მუდმივი განახლება, ტრენდების გაცნობა, განვითარება;
** გარე რეკლამების, ბილბორდების/ბანერების ვიზუალის მომზადება;
** ლოგოებისა და ეტიკეტების დიზაინის შექმნა;
** პროდუქციის რენდერების მომზადება;

წარმატებულ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ:

** უმაღლესი განათლება (სასურველია გრაფიკული დიზაინის მიმართულებით);
** დიზაინის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: 3D; Adobe Photoshop, Adobe Illustrator;
** Adobe After Effects, Adobe Premier Pro პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** შემოქმედებითობა;
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy@spar-georgia.com სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე