Робота для біженців з України
იმპორტის და ადგილობრივი შესყიდვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის და ადგილობრივი შესყიდვის მენეჯერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"ფუდმარტ რითეილ ბიზნეს ჯგუფი" აცხადებს კონკურსს იმპორტის და ადგილობრივი შესყიდვის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მომწოდებელთან შეკვეთის განთავსება;
** შესასყიდი პროდუქციის ფასების კონტროლი;
** მოთხოვნიდან გამომდინარე სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვების ორგანიზება;
** სატრანსპორტო საშუალებებთან ხელშეკრულების გაფორმება;
** სატრანსპორტო კომპანიებიდან მიღებული ტარიფების შერჩევა/დადასტურება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** დროულად დატვირთვა/ჩამოსვლის კონტროლი;
** დატვირთვების რეპორტის მომზადება ყოველკვირეულად;
** საბაჟო ოპერაციებისთვის დოკუმენტების გადამოწმება საბაჟო ბროკერთან, შეუსაბამობის შემთხვევაში მომწოდებელთან კომუნიკაცია;
** პროდუქტების რეგისტრაციის ფაილის მომზადება;
** შემოსული ტვირთის პროგრამული ასახვა;
** საწყობში მიღებული პროდუქტების შესყიდვის პროცესის მართვა და სავაჭრო ობიექტებში
სასაწყობე მარაგების მართვა/ანალიზი;

მოთხოვნები:

** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური შესყიდვების მიმართულებით;
** Microsoft Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური)
** 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "იმპორტის და ადგილობრივი შესყიდვის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე