Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ტესსუტო
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"ტესსუტო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (ცვლადი 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი);

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** შოურუმში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** მომხმარებლების შეკვეთების განთავსება.
** მისამართებზე გასვლა და საინსტალაციო პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია დიზაინის ან ხელოვნების მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ერთი ან ორი უცხო ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა და მოწესრიგებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@tessuto.ge გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე