Робота для біженців з України
გენერალური დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
სს "სადაზღვეო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: 9:30სთ - 18:30სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** პროფესიული განვითარება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დირექტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** შეხვედრების, დირექტორატების ორგანიზება/დასწრება;
** კომპანიაში სხვადასხვა პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების ვადების მუდმივი კონტროლი;
** აქტიური კომუნიკაცია დეპარტამენტების წარმომადგენლებთან;
** ანგარიშების მომზადება, მონაცემთა ანალიზი, პრეზენტაციები და ზედამხედველის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);

პიროვნული თვისებები და უნარები: 

** ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; 
** დროის მართვის უნარი; 
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა 
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

თუ გსურთ, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@euroins.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე