Робота для біженців з України
PHP დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PHP დეველოპერი
მომწოდებელი: Self.HR
გამოქვეყნდა: 30 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
"Self.HR" არის ქართული ინოვაციური HR პლატფორმა, რომელიც ქმნის ციფრულ გადაწყვეტილებებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. "Self.HR"-ის სისტემით 700-ზე მეტი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიის HR ბიზნეს პროცესი იმართება, ხოლო "Self.HR"-ის აპლიკაციით ყოველდღიურად მათი 90 000-ზე მეტი თანამშრომელი სარგებლობს.

(კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს: www.self.HR)

გუნდის გაძლიერების მიზნით, ტექნიკურ დეპარტამენტში გვაქვს ვაკანსია PHP დეველოპერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სისტემის განვითარებაზე ზრუნვა;
** ახალ და საინტერესო ფუნქციონალებზე მუშაობა - ახალი ტექნიკური დავალებების დამუშავება, დაგეგმვა და შესრულება;
** სისტემის საჭიროებების ანალიზში ჩართულობა;
** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე სისტემაში კორექტირებების შეტანა.

ძირითადი მოთხოვნები:

** PHP, Javascript პროგრამირების ენების ცოდნა;
** HTML-სა და CSS-ის ცოდნა;
** MySQL მონაცემთა ბაზების ცოდნა;
** Object Oriented Programming-ის პრინციპების ცოდნა;
** ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;
** კოდის ვერსიის კონტროლთან GIT-თან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია MVC ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება.

ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც:

** უყვარს სიახლეები და არ უშინდება გამოწვევებს
** უყვარს საკუთარი საქმე
** აქვს დროის ეფექტურად მართვის უნარი
** არის პასუხისმგებლობიანი

განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00 სთ)
სამუშო ადგილი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას #3

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: career@self.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე