Робота для біженців з України
მოლარე-ადმინისტრატორი - შინდისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

მის: შინდისი, კოჯრის ქუჩა N21;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მინ. 3 თვე;
ფოტოსურათი: აუცილებელია;
ანაზღაურება: ფიქსირებული - 800 ლარი, ბონუსი - 200-400 ლარამდე;
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 14-17 სამუშაო დღე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი; პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** 10%-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მოლარე-ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 555 283 183.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე