Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ბეღელი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
სურსათის მაღაზიათა ქსელი "ბეღელი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის ყოველდღიური სამუშაოს დაგეგმვა/ორგანიზება: შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, გადამისამართება, ორგანიზაციის სახელით კორესპონდენციის წარმოება და საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** დასაქმებულთა პირადი საქმის წარმოება: დასაქმებულთა სამუშაო ადგილას დაგვიანების, გამოუცხადებლობის, შრომითი დისციპლინისა და შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი აქტებით (ბრძანებები, ინსტრუქციები, შრომის ხელშეკრულებები, შინაგანაწესი) დარღვევების აღრიცხვა /კონტროლი და წარდგენა ორგანიზაციის იურისტთან და ხელმძღვანელთან შესაბამისი რეაგირების მიზნით;
** ორგანიზაციის იურისტთან შეთანხმებით დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა, მათ შორის: დოკუმენტების პირველადი გაფორმება, რეგისტრაცია, აღრიცხვა, შესრულების ვადების კონტროლი, დაარქივება, ელექტრონული ბაზის შექმნა;
** ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ.) შესყიდვების წარმოება, რათა ორგანიზაცია უზრუნველყოფილ იქნეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
** სამუშაო ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოსა და რეჟიმის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობის დადგენილ სტანდარტებთან უზრუნველყოფა და კონტროლი ;
** სასაქონლო მატერიალური ღირებულებების გაცემა სტრუქტურულ ერთეულებზე;
** დაწესებულების მატერიალური რესურსებისა და ღირებულებების ინვენტარიზაციას;
** მესამე პირებთან ორგანიზაციის სახელით საქმიანი მიმოწერის წარმოება კომპეტენციის ფარგლებში, ასევე ორგანიზაციის სახელით სახელმწიფო/ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა მათ შორის ადგილზე გამოცხადებით;
** გეგმიური თათბირების, შეხვედრების ორგანიზება;
** სოციალური მედიის მართვა
** საოფისე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება სამუშაო სპეციფიკის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა -მინიმუმ B2 დონე.
** მართვის მოწმობის ქონა აუცილებელია, სასურველია საკუთარი ავტომობილიც.
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს იურიდიული ან ეკონომიკური განათლება.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. გორი, სურსათის მაღაზიათა ქსელი "ბეღელი"
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული - კვირაში 40 საათი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე makrineamiranashvili@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ოფისის მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე