Робота для біженців з України
მიმღები განყოფილების სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღები განყოფილების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ჩვენს შესახებ:

მოგესალმებით "ibis თბილისის აეროპორტის" სახელით, რომელიც თბილისის სიცოცხლით სავსე სტუმარმასპინძლობის გარემოში უახლესი დანამატია. ჩვენი სასტუმრო, რომელიც აეროპორტთან ახლოს არის კომფორტულად განთავსებული, 72 თანამედროვე ოთახს და ნომერს იტევს. სასტუმროს ნომრების დიზაინში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კომფორტი და სიმყუდროვე, როგორც საქმიანი ვიზიტორებისათვის, ისე დასასვენებლად ჩამოსული მოგზაურებისათვის. სასტუმროს შენობაში განთავსებულია ელეგანტური ბარი, რესტორანი მიმზიდველი გარე ტერასით, შეხვედრების და საკონფერენციო ოთხი უნივერსალური ოთახი და სავარჯიშო დარბაზი. ეს ყველაფერი ჩვენს სტუმრებს ჰარმონიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ სასტუმროს გახსნის მხიარული გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ ახალი სასტუმროს წარმატებულ ჩაშვებაში;
** კონკურენტული ხელფასი და "ბენეფიტების" პაკეტი;
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა;
** მხარდამჭერი სამუშაო კულტურა, სადაც პატივს სცემენ გუნდურ მუშაობას, კრეატიულობასა და ინოვაციას.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე jobs@fujin.ge. არ დაგავიწყდეთ პოზიციის მითითება წერილის საგნად, სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას!

განცხადება: მიმღები განყოფილების სუპერვაიზერი

ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):

** სასტუმროს მაღალი სტანდარტების დაცვა და უზრუნველყოფა
** განყოფილების საოპერაციო საკითხების ზედამხედველობა, ყოველდღიურ პროცესებში ჩართულობა, სტუმრის მიღება-განთავსება, ზარების მონიტორინგი, ჯავშნების კოორდინირება
** თანამშრომელთა სამსახურებრივი მოღვაწეობის მართვა
** თანამშრომელთა სწავლა-განვითარება, ზედამხედველობა შეუსრულებელი სამუშაოს სწორად გადანაწილებაში.
** სტუმრის მომსახურება და კმაყოფილების მაჩვენებლისა და პროცესების მართვა.
** ოთახების ტიპების და კატეგორიების ეფექტური გაყიდვების მართვით შემოსავლების მაქსიმიზაციის ხელშეწყობა. სასტუმროში არსებული სხვა სერვისების გაყიდვების ხელშეწყობა.
** სტუმრების მიერ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების მართვა.
** ადმინისტრაციულ საკითხებში ჩართულობა - რეპორტინგი და ანგარიშგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ენები: ქართული, ინგლისური, რუსული (B2, C1 დონე).
** ძირითადი კომპიუტერული უნარები (Microsoft Word, Excel, PowerPoint, PMS).
** მოტივირებული, ძლიერი ლიდერობის უნარით.
** დროის მართვის უნარი.
** კარგი ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.
** ორიენტირებული სტუმრების მომსახურებაზე და შედეგებზე.
** გამოიჩინოს ინიციატივა და იყოს კრეატიული პრობლემების გადაჭრისას.
** ორიენტირებული დეტალებზე.
** სტრესის მიმართ მდგრადი; ჰქონდეს უნარი შეინარჩუნოს სიმშვიდე რთულ სიტუაციებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე