Робота для біженців з України
სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ნეოლეთი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 29 მაისი
საგადახდო მომსახურების სფეროში მოღვაწე კომპანია - "Neollet.com" 2018 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია გამოირჩევა მაღალი ხარისხის მომსახურებით და ინოვაციური ბიზნეს პროცესებით. ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს გუნდი, რომელიც ქმნის და მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ ფინანსურ მომსახურებას.

კომპანია "ნეოლეთი" აცხადებს ვაკანსიას სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: არასტანდარტული / 12 საათიანი ცვლა / თვეში 10-15 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის გაწევა;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალების დადგენილ ვადებში შესრულება;
** დღიური დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;

უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: work@neollet.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე