Робота для біженців з України
ექთანი სისხლის ბანკში - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი სისხლის ბანკში
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 29 აპრილი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთანი (სისხლის ბანკი)

სავალდებულოა:

საშუალო სპეციალიზირებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან).

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა მოვლის საქმიანობის განხორციელება;
** ექიმის მიერ მისთვის გაწერილი სამუშაო მითითების დროულად და ზუსტად შესრულება;
** მონაწილეობა დეპარტამენტის სამედიცინო ხარისხის კონტროლის საქმიანობაში;
** საექთნო პროცედურების შესრულება;
** ექთანთა უწყვეტი სწავლების პროცესებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

მისამართი: ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი, მე-3 შესახვევი, N17.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთანი). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 25 მაისი.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე