Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: სასტუმრო საფირი
გამოქვეყნდა: 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი
სასტუმრო "საფირი ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: დაბა ბაკურიანი, ბორჯომის ქ N2
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1800 ლარი

სასტუმრო ფუნქციონირებას განაახლებს 15 მაისიდან.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, დაფასოება;
** კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება;
** სამუშაო მაგიდის, დანადგარების და საჭირო ინვენტარის სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია გამოცდილება ჰქონდეს იტალიური სამზარეულოს მიმართულებით
** მენიუების და კალკულაციების კეთების გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება კადრს, რომელსაც შვედურ მაგიდასთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) მისამართზე: hrsapphirebakuriani@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 027 072

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე