Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 27 აპრილი / ბოლო ვადა: 27 მაისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის ან ბიზნესის მიმართულებებს);
** გამართული ვერბალური უნარები;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლების ეფექტური მომსახურება;
** მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სწორად მიწოდება;
** მომხმარებლების სწორად გადამისამართება.

პიროვნული თვისებები:

** გულისხმიერება, თავაზიანობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 27.05.2024-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე