Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ევროპული ფარმაცევტული კომპანია
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / ბოლო ვადა: 31 მაისი
ევროპული ფარმაცევტული კომპანია აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ სამეცნიერო ინფორმაციის წარდგენა ექიმებთან
** სამეცნიერო ღონისძიებათა ორგანიზება და ჩატარება (კონფერენცია, სემინარი, პრეზენტაცია)
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისათვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება
** გაყიდვების მართვა ობიექტებზე (დაგეგმვა, ანალიზი, მიზნის დასახვა შედეგის შეფასება)

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და გამართული მეტყველება;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება ფარმაცევტულ სფეროში სავალდებულო არ არის.

უნარები და კომპეტენციები:

** ათვისებისა და განვითარების უნარი;
** შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გარემოში ადაპტაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარი.

ანაზღაურება განიხილება კონკრეტულ შემთხვევებში კანდიდატის კომპეტენციებიდან და უნარებიდან გამომდინარე. გამოსაცდელი პერიოდი მაქსიმუმ 6 თვე, საწყისი ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში კონკრეტული, შემდგომ - მზარდი, გეგმის შესრულების შემთხვევაში პრემიების გათვალისწინებით.

გთხოვთ, ფოტოსურათი და CV გამოაგზავნოთ მისამართზე: keti.kakabadze@gmail.com არაუგვიანეს 31 მაისისა. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

ფოტოსურათის გარეშე მიღებული CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე