Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ibis Tbilisi Airport
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 24 მაისი

ჩვენს შესახებ:

მოგესალმებით "ibis თბილისის აეროპორტის" სახელით, რომელიც თბილისის სიცოცხლით სავსე სტუმარმასპინძლობის გარემოში უახლესი დანამატია. ჩვენი სასტუმრო, რომელიც აეროპორტთან ახლოს არის კომფორტულად განთავსებული, 72 თანამედროვე ოთახს და ნომერს იტევს. სასტუმროს ნომრების დიზაინში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული კომფორტი და სიმყუდროვე, როგორც საქმიანი ვიზიტორებისათვის, ისე დასასვენებლად ჩამოსული მოგზაურებისათვის. სასტუმროს შენობაში განთავსებულია ელეგანტური ბარი, რესტორანი მიმზიდველი გარე ტერასით, შეხვედრების და საკონფერენციო ოთხი უნივერსალური ოთახი და სავარჯიშო დარბაზი. ეს ყველაფერი ჩვენს სტუმრებს ჰარმონიული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ სასტუმროს გახსნის მხიარული გუნდის ნაწილი და წვლილი შეიტანოთ ახალი სასტუმროს წარმატებულ ჩაშვებაში;
** კონკურენტული ხელფასი და "ბენეფიტების" პაკეტი;
** პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა;
** მხარდამჭერი სამუშაო კულტურა, სადაც პატივს სცემენ გუნდურ მუშაობას, კრეატიულობასა და ინოვაციას.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე jobs@fujin.ge. არ დაგავიწყდეთ პოზიციის მითითება წერილის საგნად, სხვა შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ იქნება გათვალისწინებული.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას!

განცხადების სახელწოდება: გაყიდვების მენეჯერი

ამჯერად ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც "ibis თბილისის აეროპორტის" გახსნის გუნდს შეუერთდება. თქვენი იქნებით ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრი და შეასრულებთ ძალიან მნიშვნელოვან როლს ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლის და შემოსავლების მიღების პროცესში სტრატეგიული ინიციატივების განხორციელების მეშვეობით. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი სტრატეგიული გაყიდვების გეგმების შექმნასა და განხორციელებაზე, რათა მოიზიდოთ დასვენების მსურველი, კორპორაციული და MICE კლიენტურა.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სტუმარმასპინძლობის მართვაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, მარკეტინგში ან შესაბამის სფეროში.
** სტუმარმასპინძლობის სფეროში "გაყიდვების მენეჯერად" მუშაობის დადასტურებული გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც სასტუმროს გახსნის პროცესში აქვთ მონაწილეობა მიღებული და მუშაობდნენ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებში, სასურველია, Accor-ში.
** კონტაქტების ძლიერი ქსელი ადგილობრივ და რეგიონულ ბაზარზე, განსაკუთრებით კორპორაციულ და MICE სეგმენტებში;
** ბრწყინვალე კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოების და პიროვნული უნარები;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და ასევე, გუნდური მუშაობის უნარი სწრაფად განვითარებად, დინამიურ გარემოში;
** გაყიდვებისა და CRM პროგრამული უზრუნველყოფის, Opera cloud და Microsoft Office Suite პროფესიული ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება მონაცემების გადათარგმნის და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარით;
** დეტალებზე-ორიენტირების უნარი, ძლიერი ორგანიზაციული და რამდენიმე დავალების ერთდროულად განხორციელების უნარებით;
** საჭიროების შემთხვევაში, საღამოს საათებში, შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში მუშაობის მოქნილობა;
** ინგლისური და ქართული ენების გამართული ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა უპირატესობაა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გენერალურ მენეჯერთან თანამშრომლობა სასტუმროს გახსნის პროცესში გაყიდვებთან დაკავშირებული გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელებისათვის;
** კორპორაციულ კლიენტებთან, ტურისტულ სააგენტოებთან და ღონისძიებების დამგეგმავ კომპანიებთან ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება საქმიანი ვიზიტორებისა და ჯავშნების გენერირებისათვის;
** ბაზრის კვლევის ჩატარება საქმიანი შესაძლებლობებისა და სამიზნე ბაზრების დასადგენად;
** მონაწილეობის მიღება სავაჭრო გამოფენებში, ქსელურ ღონისძიებებში სასტუმროს პოპულარიზაციისა და პოტენციური კლიენტურის დაინტერესების მიზნით;
** კოორდინაცია შემოსავლების მართვის გუნდთან ფასწარმოქმნის სტრატეგიების განსაზღვრისა და შემოსავლების პოტენციალის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით;
** გაყიდვებთან დაკავშირებული შეთავაზებების, კონტრაქტებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა პოტენციური კლიენტებისათვის;
** მჭიდრო თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას კოორდინაცია და მომხმარებლებისათვის შეუფერხებელი სერვისების მიწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე