Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი / მერჩანდაიზერი - აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი / მერჩანდაიზერი
მომწოდებელი: Japan Tobacco International, Georgia
გამოქვეყნდა: 24 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
ჩვენ "JTI" ვართ, Japan Tobacco International და ჩვენ თავისუფლების გვჯერა. არჩევანის თავისუფლების პირობებში, ჩვენ შეუზღუდავი შესაძლებლობისაც გვჯერა. ბოლო 20 წელია, ინოვაციურ და მრავალფეროვან პროდუქტებს ვქმნით, ჩვენს მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება რომ შევუქმნათ. ასე გავიზარდეთ, ასე განვვითარდით იმ 130 ქვეყანაში, სადაც ვმუშაობთ.

თუმცა, ჩვენი ბიზნესი სულაც არ არის უბრალოდ ბიზნესი. ჩვენი ბიზნესი ჩვენი თანამშრომლები არიან, მათი ტალანტი, მათი პოტენციალი. ჩვენ გვჯერა, რომ როდესაც ჩვენს თანამშრომელს აქვს თავისუფლება, იყოს უბრალოდ ის, ვინც არის, გაიზარდოს, იმოგზაუროს და განვითარდეს, სწორედ მაშინ ხდება საოცარი ამბები ჩვენი ბიზნესის სასარგებლოდ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი თანამშრომლები მთელ მსოფლიოში არჩევანს სწორედ JTI -ში მუშაობაზე აკეთებენ. სწორედ ამიტომ, ყოველი 9 თანამშრომელი 10-დან მეგობარს ურჩევს ჩვენს კომპანიაში მუშაობის დაწყებას. სწორედ ამიტომ, ექვსჯერ ზედიზედ გლობალური საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსს ვიღებთ.

თუ შენც მზად ხარ, არჩევანი გააკეთო ისეთ კარიერაზე, რომელსაც შეიყვარებ, ისეთ კომპანიაში, რომელსაც შეიყვარებ, შემოგვიერთდი: #JoinTheIdea.

უფრო მეტს კი ჩვენი ვებგვერდიდან შეიტყობ: jti.com

განყოფილება: გაყიდვები
მდებარეობა: აჭარა
კონტრაქტის ტიპი: დროებითი (4 თვე)

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 10 მაისი, 2024 წელი

გაყიდვების წარმომადგენელი / მერჩანდაიზერი აჭარაში

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბრენდებისა და პროექტების წარდგენა
** მონაწილეობის მიღება მარშრუტების განვითარებაში, ჩაბარებული ტერიტორიის ეფექტური დაფარვა
** კომპანიის მოწყობილობების კონტროლი სავაჭრო წერტილებში (მონტაჟი, მდგომარეობა, ადგილი)
** მაღაზიის თანამშრომლების ინფორმირება სიახლეებისა და კამპანიების შესახებ
** მომხმარებლის მოთხოვნების კონტროლი, პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა
** საქონლის მარაგის კონტროლი სავაჭრო წერტილებში
** ყოველკვირეული ანგარიშგება საქონლის მარაგთან, ფასებსა და მოსალოდნელ შეკვეთებთან დაკავშირებით
** მონაცემთა ბაზებისა და ფორმების წარმოება და განახლება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად
** ძირითადი სამიზნე კლიენტების მოზიდვა

მოთხოვნები:

** სავალდებულო მოთხოვნა: საკუთარი მანქანა, მართვის მოწმობა და მსუბუქი ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** განათლება: უმაღლესი განათლება
** გამოცდილება: FMCG სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება, სასურველია გაყიდვების მიმართულებით
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული ან ინგლისური
** კომპიუტერული უნარები: კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სხვა მოთხოვნები: კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი, ორგანიზებული, პუნქტუალური, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი.

დაინტერესდით? ატვირთეთ თქვენი CV აქ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე