Робота для біженців з України
ბარისტა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

გრაფიკი: სრული, ორი ცვლა
ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მამედ აბაშიძის N52

ძირითადი მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ცხელი და ცივი ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელების მომზადება;
** მენიუში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილად ცოდნა;
** შეკვეთის მიღება და მისი პროგრამულად გატარება;
** ანგარიშსწორება.

აუცილებელი უნარები:

** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მეგობრულ გუნდს;
** ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს;
** კვებას.

საინტერესოდ ჟღერს? მაშინ რას ელოდები შემოუერთდით ჩვენს გუნდს, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელ: 577 006 659 ან გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@piatto.ge გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (ბარისტა, ბათუმი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე