Робота для біженців з України
მთავარი არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი არქიტექტორი
მომწოდებელი: VV Capital
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
"VV Capital ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი არქიტექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. 12, King David ბიზნეს ცენტრი
ანაზღაურება: 3000 ლარიდან
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე.
ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** საცხოვრებელი შენობებისა და ნაგებობების პროექტების მართვა "წინასაპროექტო" სტადიიდან "დეტალური პროექტის" ეტაპამდე.
** ექსპერტიზის პროცესებში ჩართულობა.
** შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან, ნორმებთან, წესებთან და ინსტრუქციებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
** მოლაპარაკებები არქიტექტურული კონტრაქტორებისა და ქვეკონტრაქტორების წარმომადგენლებთან.
** სამუშაო გრაფიკის დაგეგმვა და კონტროლი;
** სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისთვის;
** საინჟინრო კვლევებისა ორგანიზება საპროექტო შეფასებებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავებისთვის;
** უზრუნველყოს შემუშავებული საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (სტანდარტები, ნორმები, წესები და ინსტრუქციები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არქიტექტურის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა (კანონები და რეგულაციები მშენებლობაში)
** ArchiCad და AutoCad პროგრამების ცოდნა.
** Revit -ის ცოდნას ექნება უპირატესობა.
** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@sunenergy.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე