Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ტექნოლოგიური კომპანია
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
ერთ-ერთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების (პირველადი დოკუმენტების) აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (RS.ge-ზე) მიღებული სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურების შედარება კონტრაგენტებთან არსებულ ხელშეკრულებებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და გადამოწმება ასევე არსებულ ხელშეკრულებებთან.
** კომპეტენციის ფარგლებში, ანგარიშ-ვალდებული პირების ბარათებზე ხარჯების (სამივლინებოს გარდა) დარიცხვა და კონტროლი; ფიზიკურ პირებთან მიღება-ჩაბარებების აქტების გაფორმება და გადამოწმება ასევე ხელშეკრულების პირობებთან;
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის აღრიცხვა-მონიტორინგი, კომპანიის პორტალზე ელექტრონულ ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება;
** ძირითადი საშუალებების და არამატერიალური აქტივის აღრიცხვა;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული თვის, კვარტლის დახურვაში მონაწილეობის მიღება (პერიოდული ხარჯების დარიცხვა, გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული გადასახადის დარიცხვა);
** აუდიტის შეუფერხებლად ჩატარებისათვის ყველა საჭირო ოპერაციის/ საქმიანობის განხორციელება;
** ბუღალტრული აღრიცხვის პროცესში გამოვლენილი პრობლემების იდენტიფიკაცია;
** საგადასახადო და ბუღალტრული სიახლეების მუდმივი გაცნობა;
** კომპანიასთან, პარტნიორებთან და კლიენტებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საგადასახადო კოდექსის და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების პრინციპების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის შეგროვების უნარი;
** ინფორმაციის/მონაცემთა დამუშავების და ანალიზის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურების რეინჯი: 2000-2500 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 22 მაისის ჩათვლით ელ.ფოსტაზე: vacancy.trainee@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ: "ბუღალტერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე