Робота для біженців з України
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: ბრედფილდი
გამოქვეყნდა: 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

დამატებით:

** შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
** ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორატიული ნომერი;
** კომპანია ანაზღაურებს თანამშრომლის სიარულს სპორტულ დარბაზში.

ძირითადი მოვალეობები:

** საოფისე ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება
** საკანცელარიო-სამეურნეო ნივთების მარაგების და ხარჯების კონტროლი
** ERP სისტემაში ელექტრონული განაცხადის მომზადება განხორციელებული ადმინისტრაციული შესყიდვების უზრუნველსაყოფად და კონტრაქტების რეგისტრაციისთვის
** კომპანიის ჭრილში დაგეგმილი სამივლინებო ვიზიტების და საქმიანი ვიზიტით ჩამოსული სტუმრების (ქვეყნის შიდა/გარე) ორგანიზების უზრუნველყოფა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** ოფისში მოსული სტუმრების გამასპინძლება, საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
** თანამშრომელთა მოსვლა/წასვლის ყოველთვიური რეპორტის, ტაბელის და განრიგის წარმოება
** ახალი თანამშრომლების დოკუმენტაციის ადმინისტრირება
** კანდიდატებთან კომუნიკაცია და გასაუბრების ჩანიშვნა/ორგანიზება
** საოფისე საჭიროებების ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ოფის-მენეჯერის ან/და ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის ფლობა (C1)
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაცია
** გუნდური მუშაობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე