Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დომუს ალუმინიუმი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 05 მაისი
თანდართული ფაილი: 542633_Domus_Application_Form_External_1689953.zip
კომპანია "დომუს ალუმინიუმი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვაზე შიდა მოთხოვნის და საჭიროების ანალიზი;
** შესყიდვის სპეციფიკის მიხედვით მოთხოვნების, შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და განახლება;
** ბაზრის მუდმივი კვლევა, პოტენციური მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** ეფექტიანი საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა/განხორციელება;
** მომწოდებელთა შემოთავაზებების განხილვა, მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვის ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბება და შეთანხმების უზრუნველყოფა;
** შესყიდვის პროცესის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენა/ხელისმოწერის უზრუნველყოფა, საჭიროებისამებრ განახლება და ფაილინგი;
** უშუალო მენეჯერთან პერმანენტული რეპორტინგი, დაგეგმილი, მიმდინარე და დასრულებული შესყიდვების შესახებ.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი, კომპანიის ოფისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი.
** სამუშაო გამოცდილება: ანალოგიური ფუნქციების შესრულების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** ენების ცოდნა: ქართული (გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაცია), ინგლისური და რუსული კარგად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის მნიშვნელოვანია MS Excel.
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** ეფექტიანი მოლაპარაკების წარმოების უნარი - დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** შრომისმოყვარეობა - მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობა - შედეგზე ორიენტირება;
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** ნდობა და პატივისცემა კოლეგების მიმართ - გუნდურობა;
** პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV ან კომპანიის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული სახით) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე career@domusi.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5/05/2024

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადისა; აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: Career@domusi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე