დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
სითიზენი
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
"Cityzen Central Park" თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე მდებარე მასშტაბური კომპლექსია, რომელიც ოთხი საცხოვრებელი ბლოკისა და ბიზნეს ცენტრისგან შედგება.
"სითიზენის" გუნდში ფინანსურ ანალიტიკოსს ვეძებთ.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველთვიური ფინანსური რეპორტების მომზადება და ანალიზი
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა
** აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება
** სტრატეგიული პროექტების ფინანსურ მოდელირებაში ჩართულობა
** დაგეგმილ ბიუჯეტსა და ფაქტობრივ დანახარჯებს შორის გადახრების ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel-ის) საფუძვლიანი ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@cityzen.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში.
|
|
|
|