Робота для біженців з України
გაყიდვებისა და ოპერაციების დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვებისა და ოპერაციების დირექტორი
მომწოდებელი: ალკორიუმი
გამოქვეყნდა: 22 აპრილი / ბოლო ვადა: 22 მაისი
"ალკორიუმი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ოპერაციების დირექტორის თანამდებობაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

** მაღაზიათა ქსელის და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა დასახული მიზნების მისაღწევად;
** მომხმარებლამდე პროდუქტის მიტანის პროცესის გამართულობა;
** ახალი და არსებული მაღაზიების ტექნიკური გამართულობისთვის საჭირო პროცესების მართვა
** ცენტრალური საწყობის და მიწოდების ჯგუფის ოპერაციების მართვა
** მაღაზიებში დაგეგმილი განთავსებების და პლანოგრამების შესრულების ეფექტური მექანიზმების დანერგვა და კონტროლი;
** ვებ და სოციალური გვერდების მომხმარებლის, ასევე მაღაზიის მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
** გაყიდვების არხების დივერსიფიცირება და გაფართოება (Omnichannel retailing) - ციფრული, კორპორატიული, B2B არხების ათვისება და გაძლიერება;
** ქსელის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა, რაც მოიცავს, როგორც არსებული მაღაზიების გადაადგილება/ოპტიმიზაციას, ასევე ახალი ფილიალების გახსნას;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებას);
** საცალო სავაჭრო სექტორში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** საცალო ქსელის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** სასურველია 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სავალდებულოა კანდიდატს გამოცდილება ჰქონდეს საცალო სავაჭრო სექტორში

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: hr@arg.ge და "საგანში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება გაყიდვების და ოპერაციების დირექტორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე