Робота для біженців з України
ელექტრომექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრომექანიკოსი
მომწოდებელი: Georgian Elevators
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
შპს "Georgian Elevators" აცხადებს ვაკანსიას ელექტრომექანიკოსის პოზიციაზე.

საწყისი ხელფასი 2000 ლარი

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** მექანიზმების დაშლა-აწყობის უნარი, სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის, რემონტისა და აღდგენის სფეროში;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ლიფტებთან მუშაობის მიმართულებით, მაგრამ არა სავალდებულო.
** საჭიროა, საკუთარი ავტომობილის ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** დროის სწორად მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონცენტრირების და დაკვირვების უნარი;
** მოწესრიგებულობისა და დისციპლინის არსებობა;
** ტექნოლოგიური რეგულაციების, წესებისა და ნორმების დაცვის მნიშვნელობის გაცნობიერება;
** ტექნიკურად აზროვნების, ტექნიკური დავალებების შედგენისა და შესრულების უნარი;

ძირითადი მოვალეობები:

** ლიფტების მექანიზმების კონსტრუქცია, მათი სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, რემონტი და აღდგენა;
** ელექტრო დაზიანებების დიაგნოსტიკა, აღმოჩენა, მათი აღმოფხვრა;

ხელფასი შეთანხმდება გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით ინდივიდუალურად, რომელიც კომპანიის მიერ განისაზღვრება საკმაოდ მაღალი ოდენობით.

თუ თქვენ გაქვთ მექანიზმების დაშლისა და აწყობის უნარები და კარგად ფლობთ ელექტრონიკას, ჩვენ მზად ვართ, ჩვენივე ხარჯებით მივიღოთ მონაწილეობა თქვენს გადამზადებაში ლიფტების ელექტრომექანიკოსის მოთხოვნად პროფესიაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე:
georgianelevators@gmail.com. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე