Робота для біженців з України
დაცვის სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 19 მაისი
ველნეს კურორტი "ბიოლი", რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის სპეციალისტის  პოზიციაზე. 

მოვალეობები:

** შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო სტუმრებისა და თანამშრომელთათვის.
** მოახდინოს შენობის რეგულარული პატრულირება და გააკეთოს ყოველდღიური მოხსენებები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ.
** მოახდინოს გასაღებების მიღება-გაცემისა და დალუქული გასაღებების კონტროლი.
** ზედამხედველობა გაუწიოს სახანძრო, ვიდეოსამეთვალყურეო, განგაშის სისტემებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობების გამართულად ფუნქციონირებას.
** ზედმიწევნით დაიცვას დაცვის სამსახურის შინაგანაწესი და უზრუნველყოს თანამშრომელთა მხრიდან თითოეული სამუშაო პროცედურის სწორად შესრულება.
** მოახდინოს სტუმართა კონტროლი და უზრუნველყოს არასასურველი სტუმრების შენობიდან დროული გაყვანა.
** აღმოაჩინოს საფრთხისშემცველი გარემოებები და უზრუნველყოს ყოველგვარი რისკების დროული აღმოფხვრა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; 

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ  გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@bioli.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის სამსახურის სპეციალისტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე