Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მაისი
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
კომპანია "მაისი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითად ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო საქმის წარმართვა: პირველადი დოკუმენტების მიხედვით ოპერაციების შესრულება ბუღალტრულ პროგრამაში;
** საქონლისა და მომსახურების შეძენის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში და შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
** სამივლინებო დოკუმენტაციების მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შესრულება და მონიტორინგი;
** მიმდინარე ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
** ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში, გადარიცხვის დავალებების მომზადება ბანკის ელექტრონულ გვერდზე;
** სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტო ნაშთების სისწორის უზრუნველყოფა (გადაფასების ოპერაციების შესრულება);
** დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების სისწორის კონტროლი;
** კომპანიის ყოველთვიური დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება მისი კომპეტენციის ფარგლებში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ერთი დონე;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე (Excel, Word) და ბუღალტრული პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

** ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hills8sales@gmail.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე