Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სონო კრედიტი
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
ფინანსური კომპანია შპს "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის (ოქროს და ტექნიკის ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია) პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაოს ტიპი: სრული, 24 სთ სამ დღეში ერთხელ (დაძინების უფლებით ღამის 00:00-დან დილის 08:00 სთ-მდე). შესაძლებელია სტუდენტებისთვის დროის შეთანხმებაც.
** შრომის ანაზღაურება: 1200-2000 ლარი.
** დაზღვევა და ფიტპასი სურვილისამებრ.
** ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკის ლომბარდი ოქროს ლომბარდი, ვალუტის კონვერტაცია.
** კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
** კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
** კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ლომბარდში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა;
** უზრუნველყოფის შეფასება;
** ხელშეკრულებების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება;
** მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა;
** სესხის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულიად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება;
** ვადაგადაცილებული კრედიტების შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა.

ფუნქცია-მოვალეობები ვალუტაზე:

** მოსული მომხმარებლისთვის დახვედრა და კარგი გარემოს შექმნა.
** კომუნიკაცია მომხმარებელთან და შესაბამისი თანხის დაკონვერტირება.
** შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვა დაარქივება.
** კანონმდებლობის შესაბამისი იდენტიფიკაცია ვერიფიკაციის პროცესების ჩატარება (საჭიროებისამებრ).
** წესრიგის დაცვა და სამუშაო ოფისის მოვლა მოწესრიგება.

სამუშაო გამოცდილება:

** სასურველია: ლომბარდი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია/ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (ნამუშევარი სალაროსთან)//ბანკი (ნამუშევარი სალაროსთან)/, ტექნიკის მაღაზიაში (ტექნიკაში უნდა ერკვეოდეს), იმ აპლიკანტების ვინც კარგად ერკვევა ტექნიკაში მიენიჭებათ უპირატესობა (კერძოდ; ტელეფონები, ლეპტოპები, კომპიუტერები და ა.შ.)რაიმე პროფესიიდან გამომდინარე.
** გამოცდილების არ მქონე პირებს უნდა გააჩნდეს: ლოგიკური აზროვნების უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ათვისების კარგი უნარი, მონდომება/მოტივაცია.

მოთხოვნები:

** კანდიდატს (გოგოს/ბიჭს) უნდა გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი, მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს მუდმივად მოწესრიგებული და მიზანდასახული.
** ენები - ქართული (კარგად) ინგლისური და რუსული (საშუალო დონეზე)

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** საქმისადმი პატივისცემა;
** მონდომებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობა

წარსადგენი დოკუმენტაცია - CV კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად [სრულყოფილად შევსებული] გამოაგზავნეთ ელფოსტაზე solocreditcv@gmail.com

ლომბარდების ქსელი არის ზრდის და განვითარების პროცესში, რისთვისაც ესაჭიროება მოწესრიგებული მიზანდასახული და მობილიზებული თანამშრომლები.

ვაკანსიაზე განიხილება გამოცდილი/გამოუცდელი კადრები რომელთა გადამზადებაც მოხდება ადგილზე, შეირჩევიან მოტივირებული და მონდომებული კადრები რომელთაც ესაჭიროებათ სტაბილური სამსახური!

დამატებითი ინფორმაცია:

** დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
** კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
** დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
** დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე