Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ალტა
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 18 მაისი
შპს "ალტა" დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

შპს "ალტა" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

მოვალეობები:

** ბაზრის კვლევა და ანალიზი;
** პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** არსებულ კლიენტებთან რეგულარული შეხვედრები და სიახლეების გაცნობა;
** ახალი კლიენტებისათვის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
** კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება;
** კორპორაციული შეთავაზებების მუდმივი დახვეწა, განახლება და ინიციირება;
** კომპანიის სერვისებსა და პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოსა და შედეგების მუდმივი ანალიზი და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაცია;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alta.ge 2024 წლის 18 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე