Робота для біженців з України
ადვოკატის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვოკატის თანაშემწე
მომწოდებელი: საადვოკატო ბიურო
გამოქვეყნდა: 18 აპრილი / ბოლო ვადა: 30 მაისი
საადვოკატო ბიურო აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (მწერალი თანაშემწე) დისტანციურად პოზიციაზე!

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** სავალდებულოა, კანდიდატი იყოს გამოცდილი და დამოუკიდებლად შეეძლოს მაღალ დონეზე ხელშეკრულებების, სასარჩელო მოთხოვნების, შესაგებლებისა და სხვა სახის იურიდიული დოკუმენტების შედგენა, შესწავლა და დამუშავება საქართველოს სასამართლოების და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით.
** არგუმენტირებული წერის უნარი ქართულად C1 დონეზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საოფისე დონეზე ცოდნა

განათლება: იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრი ან მაგისტრატურის სტუდენტი.

ანაზღაურება: გამომუშავებით
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

კანდიდატების შერჩევა მოხდება 3 ეტაპად:

** CV - ის საფუძველზე
** საპროცესო დოკუმენტის შედგენა
** გასაუბრება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელფოსტაზე: info.iuristi@gmail.com

სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 მაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე