Робота для біженців з України
კომი შეფი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომი შეფი
მომწოდებელი: Steps Batumi Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას კომი შეფის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით, რესტორნის (ების) შეკვეთის შესრულება, ხარისხიანად, რეცეპტის ზედმიწევნით სიზუსტითა და მინიმალური დანაკარგით;
** შეფისთვის და სამზარეულოს სხვა თანამშრომლებისათვის დახმარების გაწევა და დავალებების შესრულება;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კერძის მოსამზადებელი ინგრედიენტიების მომარაგება;
** სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** მიზანპლასის მომზადება;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** სამზარეულოდან გასული თითოეული კერძის ხარისხზე პასუხისმგებლობა;
** ბუფეტის ტიპის საუზმე, ლანჩი, ვახშმის მომზადება-გაწყობა სტანდარტის შესაბამისად;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პროფესიული სერთიფიკატი ამავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** სამზარეულოს ძირითადი ტექნიკის გამოყენების, სურსათის უვნებლობის პრაქტიკისა და სანიტარული სტანდარტების ცოდნა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - კომი შეფი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 17 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე