Робота для біженців з України
დასუფთავების თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების თანამშრომელი
მომწოდებელი: Steps Batumi Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** აპარტ-სასტუმროს ნომრების, საერთო სივრცეების, ინვენტარის დასუფთავება და ჰიგიენის მუდმივი კონტროლი, სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სასტუმროს თეთრეულის აღრიცხვა, დაფასოება, სამრეცხაოში გაგზავნა-მიღება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და დახმარების გაწევა;
** კომპანიაში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპორატესობად;
** სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპორატესობად;
** საწმენდი საშუალებების და ინვენტარის მოხმარების წესების ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge ან დაგვიკავშირდით 574 88 88 80
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დასუფთავების თანამშრომელი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 17 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე