Робота для біженців з України
აგენტებთან ურთიერთობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აგენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: One Development
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "One Development"-ი, აცხადებს ვაკანსიას აგენტებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პარტნიორების მოზიდვა უძრავი ქონების გასაყიდად, პარტნიორული ურთიერთობების გამართვა;
** ახალი პროდუქტების გაყიდვების გაშვება პარტნიორი კომპანიების სოც/მედიაში - პრეზენტაცია, ტრენინგი, კონსულტაციები;
** განთავსებული მასალების კონტროლი პარტნიორი კომპანიების სოც/მედია ქსელში;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან, აგენტებთან შეხვედრების გამართვა;
** დაგეგმილი გაყიდვების მართვა და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** MS Office პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.
** აუცილებელია უძრავი ქონების მიმართულებით, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გამორჩეულ სამუშაო გარემოს.
** მზარდ ანაზღაურებას.
** კონკურენტულ საბონუსე სისტემას.

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო გრაფიკი - სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Hr@onedev.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "აგენტებთან ურთიერთობის მენეჯერი ბათუმი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე