Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: სპექტრუმი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.

ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს.

მოვალეობები:

** კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად საკომუნიკაციო მასალის დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** სარეკლამო მასალების დიზაინის შემუშავება და მომზადება;
** ბროშურებისა და პრეზენტაციების გაკეთება;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება რელევანტურ დარგში ან/და შესაბამისი კურსები;
** აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა
** პროგრამები: Illustrator, Photoshop, InDesign

უნარები:

** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვა.

სამუშო პირობები:

** სრული სამუშო განრიგი - 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ანაზღაურება შეთანხმდება ინდივიდუალურად, გამოცდილებიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@spectrum.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გრაფიკული დიზაინერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
"სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე