Робота для біженців з України
აკადემიური თანამდებობები - ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური თანამდებობები - ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შემდეგი მიმართულებებით:

მიმართულება: ეკონომიკა - 1 ვაკანტური ადგილი
მიმართულება: სოციოლოგია - 1 ვაკანტური ადგილი

თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორანტი შესაბამის დისციპლინაში;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

კონკურსის ჩატარების ვადები:

** საბუთების მიღება: 2024 წლის 14 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით;
** კანდიდატებთან გასაუბრება: 21 - 23 მაისი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** რეზიუმე (CV);
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი;
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@gipa.ge გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე