Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო Corner Inn
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სასტუმრო "Corner Inn" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონფლიქტური სიტუაციის თავიდან არიდება
** მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
** მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
** ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
** საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან.
** საჭიროების შემთხვევაში სტუმრის დახმარება ხელბარგისა და ჩემოდნის ნომერში ატანაზე.

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალების მიმართ ყურადღება, ორგანიზებულობა და აკურატულობა, თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

** ანაზღაურება 700 ლარი
** 24 საათიანი სმენა 3 დღეში ერთხელ

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსთან ერთად, ელ. ფოსტის მისამართზე: hr@cornerinn.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 40 33 44.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე