Робота для біженців з України
ჰოსთესი/ჰოსთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსთესი/ჰოსთი
მომწოდებელი: შოთი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
ქართული სთრით ფუდ პროექტი "შოთი" აცხადებს ჰოსთესის/ჰოსთის ვაკანსიას.

"შოთი" - ეს არის პირველი, განსხვავებული და ავთენტური ქართული სთრით ფუდი, რომელიც "ბაზარი ორბელიანის" ბინადარია. "შოთი"-ის გუნდში ვეძებთ ხალისიან, ადამიანებისა და სამზარეულოს მოყვარულ ჰოსთესს/ჰოსთს (მასპინძელს)

რა აკეთებს ჩვენი მასპინძელი?

** მომხმარებლისთვის მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** საკურიერო კომპანიების აპლიკაციების ადმინისტრირება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

როგორი უნდა იყოს ჩვენი მასპინძელი?

** კომუნიკაბელური და მეგობრული;
** თავაზიანი;
** ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შეეძლოს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ქართულ სთრით ფუდ სფეროში მოწინავე კომპანიაში მუშაობას;
** წინსვლის პერსპექტივას;
** კვებას;

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა - "ბაზარი ორბელიანზე", ვეკუას 3ა
** გრაფიკი - მოქნილი, 6/12 სთ-იანი ცვლა, კვირაში 5 დღე, დასვენება - 2 დღე
** ანაზღაურება - საათობრივი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე: gsfcorp01@gmail.com და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ჰოსთესი/ჰოსთი"

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე