Робота для біженців з України
მძღოლი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ევროპქარ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია "თეგეტა ქარ რენთი" "ევროპქარის" სახელით აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე გარდაბანში.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1228

გვჭირდება მძღოლი:

** რომელსაც აქვს ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ფლობს B კატეგორიის მართვის მოწმობას;
** აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არის პუნქტუალური;
** აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** აქვს საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

რას აკეთებს მძღოლი: მგზავრები გადაჰყავს სხვადასხვა მისამართზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდსა და მეგობრულ გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** სხვადასხვა სახის კორპორაციულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს;
** მრავალფეროვან ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს.

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე