Робота для біженців з України
ვენსელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვენსელერი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო და საკვები პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია იწყებს ახალი გუნდის დაკომპლექტებას ენერგეტიკული სასმელების ვენსეილინგის მიმართულებით და აცხადებს ვაკანსიას ვენსელერის პოზიციაზე თბილისში.

განრიგი: ორშაბათი- პარასკევი- 09:00 - 18:00;
ანაზღაურება: ფიქს + ბონუსი (საშუალოდ 1500 - 2000)

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია მაგრამ არა აუცილებელი.
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

ჩვენ გთავაზობთ:

** ავტომანქანით უზრუნველყოფას (ფორდ ტრანზიტის ტიპი)
** საწვავით უზრუნველყოფას
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის არსებული სავაჭრო ქსელი მართვა.
** ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება.
** შეკვეთის გაფორმება;
** კომპანიის ყოველთვიური/წლიური გეგმის შესრულება.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vg.hr@vg-ge.com და ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. (ვენსელერი თბილისი).

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მადლობა დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე