Робота для біженців з України
სატვირთო/მანქანის-ტრაილერის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სატვირთო/მანქანის-ტრაილერის მძღოლი
მომწოდებელი: ტრანსიბერია
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
შპს "ტრანსიბერია"- ტვირთების საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე შესახსრებული ტიპის (ტრაილერი) სატრანსპორტო საშუალებებზე საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებისათვის.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მართვა IRU სტანდარტების შესაბამისად.
** საერთაშორისო გადაზიდვებისას საბაჟო გამსვლელ პუნქტებზე შესაბამისი დოკუმენტების წარმოება.
** სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და პრობლემის აღმოფხვრა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

აუცილებელი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა CE კატეგორიით
** ციფრული ტაქოგრაფის ბარათი
** კოდი 95 გაცემული სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
** სატრანსპორტო საშუალების აგებულებისა და ტექნიკური მახასიათებლების კარგად ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
** მინიმუმ რუსული ენის ცოდნა. სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა
** დისციპლინირებულობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობა
** კეთილსინდისიერება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (ავტობიოგრაფია) შესაბამის მისამართზე: info@transiberia.com.ge მადლობას გიხდით აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე