Робота для біженців з України
სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერი/ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერი/ფარმაცევტი
მომწოდებელი: სამედიცინო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერის (ფარმაცევტი) პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში სახარჯი მასალების, რეაგენტებისა და მედიკამენტების მიღება, შემოწმება და მარაგების აღრიცხვა/კონტროლი;
** მედიკამენტებისა და სამედიცინო მასალის მიღება-გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღნიშნული დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
** შესყიდვების განყოფილებასთან ეფექტური კოორდინაცია მარაგების დროულად და შეუფერხებლად შევსების მიზნით;
** მოთხოვნილი სახარჯი მასალებისა და მედიკამენტების დროულად გაგზავნა დაწესებულებებში;
** ყოველთვიურად გეგმური ინვენტარიზაციის განხორციელება;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო/ფარმაცევტის განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელფოსტაზე: medicalcompanyjobs@gmail.com და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო მასალების საწყობის მენეჯერი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე