Робота для біженців з України
ბარმენის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენის დამხმარე
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარის ტერიტორიის მომზადება;
** შეკვეთების მომზადებაში ბარმენის დახმარება;
** მოთხოვნისამებრ, დასუფთავების პროცედურების შესრულება;
** სამუშაო ტერიტორიის სუფთა პირობებში შენარჩუნება;
** ყველა პროცედურის შესრულება უსაფრთხოების წესის დაცვით;
** ობიექტზე არსებული სტანდარტების დაცვა.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 16 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@hi-tbilisi.com

სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე