Робота для біженців з України
მზარეულის დამხმარე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეულის დამხმარე
მომწოდებელი: რესტორანი სენატი
გამოქვეყნდა: 17 აპრილი / ბოლო ვადა: 15 მაისი
რესტორანი "სენატი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი - კვირაში 6 დღე, (9 საათიანი ცვლა)
სამუშაო ადგილი - ბათუმი

მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კერძების მომზადება რეცეპტების, ხარისხისა და პრეზენტაციის სტანდარტების შესაბამისად. მომსახურების მაღალი დონის შენარჩუნება
** საკვების ინგრედიენტების მომზადება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ხორცის სუნელს, ასევე ბოსტნეულისა და ხილის გარეცხვას, დაჭრას და სხვა
** მოამზადოს ძირითადი სალათები და სოუსები ზემდგომი მზარეულის მითითებით
** სამზარეულოს პროდუქციის ნარჩენების შემცირებაზე ზრუნვა და ხარჯების მუდმივი აღწერა, მონიტორინგი ზემდგომის მითითებით
** შეკვეთილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება წინასწარ გაწერილი სტანდარტების მიხედვით და მიღებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** პროდუქციის საწყობის მონიტორინგი და სისუფთავისა და უვნებლობის სტანდარტების მონიტორინგი ხარისხის შესანარჩუნებლად
** სამზარეულოს ტექნიკურ თუ სხვა სახის აპარატებზე მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ზემდგომის დროული ინფორმირება
** ყოველდღიური მონიტორინგი სამზარეულოს სისუფთავის შესანარჩუნებლად, პირადი სივრცის მუდმივი დასუფთავება და უვნებლობის სტანდარტების სრული დაცვა როგორც სამუშაო საათების დროს, ასევე სამუშაო ცვლის დასრულებისას
** მუდმივი მზადყოფნა სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის საჭიროებიდან გამომდინარე მაღალი დატვირთულობის დროს
** სხვადასხვა სამუშაო ცვლებში მუშაობა საჭიროებიდან გამომდინარე

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე CV ელფოსტაზე: feridegagalova@gmail.com 2024 წლის 15 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე