Робота для біженців з України
სქრამ მასტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სქრამ მასტერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას სქრამ მასტერის პოზიციაზე.

სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" (https://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" (https://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** გუნდების სქრამ ფრეიმვორკით მუშაობის უზრუნველყოფა, რათა გუნდმა შეძლოს საუკეთესო ხარისხის პროდუქტის შექმნა საბოლოო მომხმარებლისთვის;
** გუნდში ახალი თანამშრომლების ონბორდინგის პროცესში ჩართულობა და მათთვის სქრამის თეორიის და პროცესის გაცნობა;
** გუნდის მიერ სამუშაოს მაღალი ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა, რომელიც აკმაყოფილებს შეთანხმებული პირობას (Definition of Done);
** გუნდების ეფექტური მუშაობის შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა კომპანიის შესაბამისი რგოლების ჩართულობით;
** გუნდის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე (ფორმირების ეტაპი, შტორმის ეტაპი, ნორმირების ეტაპი და მაღალი პერფორმანსის ეტაპი) მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** გუნდის პერფორმანსზე მუდმივი დაკვირვება, ანალიზი, მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
** გუნდებისა და დაინტერესებული მხარეების მოლოდინებისა და პრიორიტეტების გარკვევა ეფექტური კომუნიკაციის მეშვეობით;
** კეთილგანწყობილი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა: არსებული კონფლიქტების მოგვარება როგორც გუნდის შიგნით, ისე გარეთ;
** გუნდის თითოეული წევრის საჭიროებების, ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
** HR დეპარტამენტთან თანამშრომლობა სქრამ გუნდის წევრების სწორად, დროულად და ეფექტურად დაკომპლექტების უზრუნველსაყოფად;
** სქრამ ფრეიმვორკით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა;
** რამდენიმე სქრამ გუნდთან პარალელურად მუშაობა და თითოეულის საუკეთესო პრაქტიკების სხვა გუნდებში გაზიარება;
** Agile ინსტრუმენტებთან და ტექნიკებთან მუშაობა, მათ შორის სპრინტის დაგეგმვა და რეტროსპექტივები;
** კომპანიის მასშტაბით ეჯაილ მეთოდოლოგიის დანერგვაში ჩართულობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** Scrum მასტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** Agile/Scrum პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა და Agile გარემოში მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების მართვის ინსტრუმენტების ცოდნა (Jira, Microsoft Azure) ჩაითვლება უპირატესობად;
** Scrum Master სერტიფიკატების პირველი დონის (CSM, PSM I) ქონა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ პროფესიულ დონეზე ფლობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წერილობითი უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
** პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების გადაჭრის უნარები.

საწყისი ანაზღაურება იქნება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge.

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სქრამ მასტერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილი.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე