Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: სეიფთი მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 16 აპრილი / ბოლო ვადა: 16 მაისი
"სეიფთი მენეჯმენტ გრუპ" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; შაბათი 09:00-18:00.
** ანაზღაურება: 1500 ლარი
** განათლება: ბაკალავრი
** განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.
** ვაკანტური ადგილი 2 (ერთ-ერთმა აუცილებლად უნდა იცოდეს ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე)

500-ზე მეტი ობიექტის მომსახურებისა და ათეულობით წარმატებული პროექტის განხორციელების შედეგად, კომპანია რედლანერი | REDLINER მესამე წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიამ სწრაფადვე მოახერხა ბაზრის მნიშვნელოვანი წილის ათვისება. ავტორიტეტი პრობლემების ინოვატორული გადაწყვეტით დაიმკვიდრა და მუდმივად განაგრძობს განვითარებას. შესაბამისად კიდევ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გვჭირდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოქმედი სერტიფიკატი ან/და დიპლომი;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** გამართული საკომუნიკაციო უნარები.

მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური მონიტორინგი;
** კანონით განსაზღვრულ ვადებში რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება/განახლება;
** კანონით განსაზღვრულ ვადებში ინსტრუქტაჟბის ჩატარება.

გთავაზობთ:

** ტრენინგებს პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** სწრაფ კარიერულ და ფინანსურ წინსვლას.

რეზიუმეებს ველოდებით ელფოსტაზე: info@redliner.ge. "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი".

დამატებითი კითხვებით დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593 58 45 51

გაცნობებთ, კომპანია რედლაინერი|REDLINER ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, პრეტენდენტის პერსონალურ ინფორმაციას დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 6 თვის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე